25 weeks

IA20090926170938273

Published in: on September 26, 2009 at 6:52 pm Leave a Comment

ზღვააააააააააა

რა მაგარია ზღვა :-) ძალიან ძალინ ძალინ ძალიან მიყვარს :-) ზღვაში პირველად რომ შევდივარ ყოველთვის ვესალმები – გამარჯობა ზღვა! მიყვარხარ! – ვუხსნი სიყვარულს :-)

Published in: on August 18, 2009 at 1:02 pm Leave a Comment

ვაშა შვებულება :-)

დღეიდან ერთთვიან შვებულებაში ვარ და ძალიან მიხარია :-)

ერთ კვირაში ზღვაზეც წავალთ :-)

Published in: on August 10, 2009 at 7:08 am Leave a Comment

18 weeks

ესეც მე 4 თვე შემისრულდა და გულმოდგინედ ვცდილობ ჩემი ღიპი გადავიღო, ვინც არ იცის რომ ორსულად ვარ იმას უბრალოდ ღიპიანი ვგონივარ, არადა ვცდილობ რომ გამოვბზიკო ეს ღიპი რომ დამეტყოს…

17weeks2

Published in: on August 4, 2009 at 3:18 pm Leave a Comment

PREGO

ia-3weeks Can you see two lines? POSITIVE :-) This is my pregnancy test that I took when I was a week late with my period :-) . I went to get an ultrasound, but nothing was visible yet, I was only three weeks pregnant…

ia-5weeksThis was my second ultrasound, first looking from one dimension and then from the other :-) you can see a black round “hole” marked by crosses, well that’s my baby at 5 weeks :-)

 

ia-13weeks This is my third ultrasound at 13 weeks :-) It’s a boy :-) Sandro will have a little brother :-)

 

I’m presently 16 weeks, waiting when he starts kicking :-)

Published in: on July 23, 2009 at 6:26 am Comments (8)
Tags: , , , , , ,

ცხელა…

ძალიან ცხელა, ამიტომაც მეზარება წერა, და არა მარტო წერა ყველაფერი მეზარება… წავიდოდი სადმე ცივ ქვეყნებში საცხოვრებლად, არ შეიძლება?

მოვედი ოფისში და ”სამპირი” ქარი დავაყენე, რა ქარი, ნიავიც კი არ იძვრის, მაგრამ კონდიციონერის ჩართვა მაინც მეზარება, სანამ დილის მოჩვენებითი სიგრილე მაინც არის არ ჩავრთავ… თითქოს მოღრუბლულია და სიგრილე უნდა იყოს, მაგრამ დილის ცხრა საათზე უკვე 30 გრადუსი რომ იქნება, წარმოგიდგენიათ შუადღისთვის რა ტემპერატურამდე ავა?

მაგარი იქნებოდა ზაფხულში 30 გრადუსზე მეტზე რომ არ ადიოდეს საერთოდ ტემპერატურა, ან უკეთესი 25 გრადუსზე მეტი არ გვინდა, მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ მუდამ გლობალური დათბობა უნდა იყოს…

შვებულება 10 აგვისტომდე არ მეკუთვნის, თუმცა ეს 10 აგვისტო რომ მოვა 1 თვიან შვებულებას ავიღებ, აი ასე… მეორეს მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ”ფაქტიურად შვებულებაში ვარ”, ჩემი უფროსი გაემგზავრა აშშ-ში და აქ ჩემს ნებაზე ვარ წესით, მაგრამ მე ხომ პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი ვარ ამიტომ ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშაობას, თუმცაღა მაინცდამაინც ბევრი საქმე არც არის…

სანდრო გავუშვი ბაკურიანში, აი ბედნიერი ადამიანი, არის ეხლა იქ სიგრილეში ”ი გორია ნე ზნაეტ”… დედაჩემმა წაიყვანა ეგ და ოთიკო… ისე დასვენება დედაჩემმა იკითხოს :-) ორ გიჟ ბავშვთან ერთად…

ჩვენ ალბათ აგვისტოში თურქეთში წავალთ, დარწმუნებული ვარ იქ არანაკლები სიცხე იქნება, თუ მეტი არა, მაგრამ იქ ზღვა და ბასეინები მაინც იქნება და გავგრილდები, თუმცა ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაში გარუჯვაზე ალბათ უარი უნდა ვთქვა, მარა მაინც კარგი იქნება, თან სანდროს წაყვანასაც ვაპირებთ, ალბათ მაგრად გაერთობა :-)

ლეპტოპს წავიღებ თურქეთში და იმედია იქ უსაქმურობისგან უფრო მეტს დავბლოგავ ხოლმე :-)

Blog Makeover

გადავწყვიტე ჩემი ბლოგის ”ვიდი” შემეცვალა დღეს… მგონი არაუშავს…

Published in: on June 17, 2009 at 11:58 am Comments (3)
Tags: ,

საქმიანი უსაქმურობა სამსახურში

მცხელა, მცხელა, მცხელა

მეძინება, მეძინება, მეძინება

გული მერევა, გული მერევა, გული მერევა

მეფსია, მეფსია, მეფსია

მეზარება, მეზარება, მეზარება

ორსული იულიუს ცეზარი ვარ მაგის დედა ვატირე…

მაგარი დასაწყისია, არა? … ეხლა ვზივარ ოფისში მარტო, ანუ სულ მარტო, და ვუსაქმურობ, არა, საქმე რომ მქონოდა არ ვუსაქმურობდი, მაგრამ, მე როგორც ტოროლამ, მთელი საქმე დღის პირველ ნახევარში შევასრულე, და ეხლა, როგორც ხედავთ, სისულელეებით ვარ დაკავებული. სისულელეების ჩამონათვალში შედის: პირწიგნაკის (ა.კა. ფეისფუქი), ოდნოკლასნიკების, ვორდპრესის, ბებიცენტრის, ინტერნეტბანკის, და ჩემი ოთხი იმელის მისამართის პერიოდული შემოწმება…

რატომ ვარ ოფისში მარტო? ჩემი უფროსი საჩკაობს მეორე დღეა, ალერგიული შეტევა მაქვსო, მძღოლი გავუშვი სტამბიდან დაბეჭდილი ტრინინგ მანუალის წამოსაღებად, დამლაგებელი და სტაჟორი დღეს ისვენებე, მეტი სტაფი ჯერ-ჯერობით არ გვყავს… თუმცა მალე გვეყოლება 4 ახალი სტაფი, და ძაან მიხარია ეს ამბავი, მეზარება პატარა ოფისში მუშაობა, თუმცა ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში რაღაც პონტში შევეჩვიე… მთავარია ნორმალური ხალხი აიყვანონ…

აუ, პიკო, ამას ვიცი კითხულობ, იცი რა ვიფიქრე, ოღონდ უფროსთან უნდა შევათანხმო, არ გინდა იქით კვირაში პატარა სტაჟირება გაიარო ჩვენთან და დამეხმარო ამ აუარება აპლიკაციების სორტირებაში? ეს აზრი ეხლა მომივიდა, და ჯერ უნდა გავარკვიო, მარა მამენტ შენი სივისთვის ცუდი არ უნდა იყოს… რას ფიქრობ იდეაზე?

თათია, ბოლოს და ბოლოს მკითხე რისი კითხვა გინდა, თორემ მოვკვდი ინტერესით…

რაღაც მაგარი აჯაბსანდალი პოსტი გამოვიდა, არა?

მოვიდა მძღოლი და მოათრია წიგნები, საწყალი მე-8 სართულზე ამოიტანა, ის კი არ იცის რომ ხვალ უკან უნდა ჩავატანინო, რადგან დასარიგებელი იქნება სხვადასხვა ადგილას… საწყალი…

ყოველ სამ საათში ერთხელ მშივდება, ოღონდ როგორ მშივდება იცი, თუ არ ვჭამე გული წამივა… შუადღეზე ბებიაჩემთან ვიყავი და იმან მაჭამა, თან საგზალი გამატანა, გავხსნი ეხლა მაგ საგზალს და შევჭამ…

აუ სად წავიდე შვებულებაში?

ოცნება…

იმედია ამჯერად იმუშავებს…

მესამეჯერ ვცდილობ ამ პოსტის დაწერას, მარა ეს გვერდი სულ იტვირთება და იტვირთება თავისით, ალბათ ნიშანია, რომ ეს პოსტი არ უნდა დავწერო…

სათაური ჯერ არ დამიწერია, უფრო სწორად ორჯერ დავწერე ”ოცნება”, მაგრამ გადაიტვირთა და წაიშალა, ამიტომ ეხლა აღარ დავწერე და ბოლოს მივაწერ…

საერთოდ, რის წერას ვაპირებდი? წარმოვიდგინე, რომ არ მაქვს ეს სამსახური (თუმცა ანაზღაურებას ნამდვილად არ ვუჩივი), არ არსებობენ ეს იდიოტი უცხოელები ჩემს ირგვლივ, და ზოგ-ზოგიერთი იდიოტი ქართველიც… ვარ საქმიანი ქალი და მაქვს ჩემი გამაჯანსაღებელი ე.წ. SPA (Sanctum Per Aqua) ცენტრების ქსელი… და მე თვითონ ვწყვეტ რა, როდის, როგორ, ვისთან და ა.შ. ვაკეთო… ძაან მაგარი იქნება, ერთხელაც გავაკეთებ, როცა ფული ჩამივარდება ხელში…

… რაც შეეხება სპა-ცენტრებს:

… My SPAs will offer an all-inclusive program that includes facilitated fitness classes, healthy cuisine, educational classes and seminars as well as similar services to a beauty salon or a day spa.

Typical services will include:

… რას იტყვით მაგარი იქნება ხომ? რამდენ ხალხს დავასაქმებდი? მაგრამ მეორეს მხრივ რამხელა ნერვი უნდა ამას?

status updates

აუ მომბეზრდა ინგლისურად წერა ეხლა ცოტა ხანს დავწერ ქართულად, სანამ ისევ არ მომბეზრდება…
…ისე თუ შეამჩნიეთ რამდენ ხანს არაფერი არ დამიწერა, ეხლა აგიხსნით რატომაც, უფრო სწორედ რატომ მგონია მე, რომ ამდენი ხანი რატომ არ ვწერდი, ჩემი აზრით ფეისბუქის სტატუს აფდეითებმა გამაფუჭეს…

აი, წამოიდგენით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, სამსახურის კომპიუტერიდან, სახლში ლეპტოპიდან ან თუნდაც ტელეფონიდან
თუ შეგიძლია სტატუსის დააფდეითება, და შემდეგ ასევე ადვილად მიღებული კომენტების ნებისმიერ დროს და ადგილას შემოწმება, და მათზე პასუხის გაცემა…

თუმცა ამაზე პასუხი შეიძლება იყოს რომ ბლოგზე პოსტის დაწერაც ასევე ადვილად, იგივე მეთოდებით შეიძლებაო… მაგრამ, პოსტი მაინც უფრო გრძელი უნდა იყოს იდეაში, ვიდრე სტატუს აფდეითი, არა? თანაც სანამ ვინმე შენ ბლოგზე შემოვა და პასუხს დაგიწერს…

მოკლედ ალბათ მიმიხვდით რისი თქმაც მინდოდა… ფეისბუქმა გამაფუჭა, კიდევ კარგი თვითერზე არ დავრეგისტრირდი… თუმცა მაგის დროც მოვა…

ალბათ იკითხვათ, თუ ასეა, დღეს რაღამ დაგარტყა და რატომ გადაწყვიტე პოსტის დაწერა? რატომ და ასეთი კითხვა დამებადა, წარმოიდგინე, რომ არ დაიზარო და ადგე და გადმოაკოპირო ფეისბუქში დაწერილი ყველა სტატუს აფდეითი და მათი კომენტარი და  ბლოგზე პოსტის სახით ერთად დაპოსტო აქ, აზრზე ხარ რამხელა პოსტი გამოვა? :-)

კაი წავედი, თორე ლოგინში ვწევარ და ჩემი ახალი წითელი პატარა ლეპტოპი მიდევს მუხლებზე და ვწერ ამ პოსტს, ამ დროს მძინარე ზვიანგი ყურში მიხვრინავს, ხო აზრზე ხართ? :-)

… აბა მომწერეთ ეხლა კომენტარები,  ჩემი დაწერილი ქართული თუ ინგლისური პოსტები ჯობია?